07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
დონალდ ტრამპმა შესაძლოა ჩინეთის მიმართ პოლიტიკას გადახედოს

დონალდ ტრამპმა შესაძლოა ჩინეთის მიმართ პოლიტიკას გადახედოს. ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა foxnews-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, აუცილებელი არ არის შეერთებული შტატები "ერთიანი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგული დარჩეს, თუ ოფიციალურ პეკითან სხვა საკითხებზე, მათ შორის ვაჭრობაზე ვერ შეთანხმდება.

"ერთიანი ჩინეთის პოლიტიკაში" იგულისხმება ის, რომ ვაშინგტონი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა კუნძულთან მჭიდრო ურთიერთობაც აკავშირებს.

ტრამპის განცხადებას კრიტიკით შეხვდა ჩინური მედია, რომელმაც პრეზიდენტს უვიცი ბავშვი უწოდა.

დღის ამბები