07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე "სოციალ-დემოკრატები" იმარჯვებენ

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ. მეორე ადგილზეა ეროვნული ლიბერალური პარტია.

ეგზიტპოლის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 45% აქვს, ლიბერალებს კი 25%.

სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მოუწევს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც უმრავლესობით იყო წარმოდგენილი.

საპარლამენტო არჩევნები საპროტესტო აქციების გამო დაინიშნა. მოსახლეობა ქვეყანაში კორუფციის დონის ზრდას აპროტესტებდა.

დღის ამბები