07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფილმები და მსახიობები გამოავლინა

კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფილმები და მსახიობები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონია კალიფორნიაში, სანტა მონიკაში გაიმართა.

წლის საუკეთესო ფილმად მიუზიკლი La La Land დასახელდა, რომელშიც მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი ასრულებენ. ამ სურათმა სულ 8 ნომინაციაში გაიმარჯვა.

მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად კეისი აფლეკი აღიარეს, ქალებს შორის კი, ამ ნომინაციაში ნატალი პორტმანმა გაიმარჯვა.

დღის ამბები