07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტიდან მესამე დღეს დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

სტამბოლის ტერაქტიდან მესამე დღეს დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში 150-მდე დაშავებულს ამ დრომდე მკურნალობენ, რომელთაგანაც რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

ტერაქტის შემდეგ თურქეთში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები მასობრივად აკავებენ პროქურთული დემოკრატიული პარტიის წევრებს. თურქული მედიის ცნობით, პარტიის 118 წარმომადგენელი დააკავეს. მათ ქურთთა მუშათა პარტიასთან კავშირსა და ტერორიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ.

ტერაქტის საპასუხოდ, თურქეთის ავიაციამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ პირველი იერიშები ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში უკვე განახორციელა. თვითმფრინავებმა მებრძოლების 12 ობიექტი დაბომბეს და ინფრასტრუქტურა, საცეცხლე პოზიციები და თავშესაფრები დაბომბეს.

სტადიონთან მოწყობილ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ქურთების თავისუფლების ქორებმა აიღო.

 

ავტორები: ნინო დვალიშვილი, ლაშა კვესელაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები