07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფილმები და მსახიობები გამოავლინა

ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფილმები და მსახიობები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონია კალიფორნიაში, სანტა მონიკაში გაიმართა.

წლის საუკეთესო ფილმად მიუზიკლი "ლა-ლა-ლენდი" დასახელდა, რომელშიც მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი ასრულებენ.

მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად კეისი აფლეკი აღიარეს, ქალებს შორის კი ამ ნომინაციაში ნატალი პორტმანმა გაიმარჯვა.

დღის ამბები