07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
სისხლიანი ტერაქტის შემდეგ დაკავებების სერია თურქეთში

დაკავებების სერია თურქეთში სისხლიანი ტერაქტის შემდეგ. სამართალდამცველებმა 235 ადამიანი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დააპატიმრეს. ისინი ქურთების სამხედრო დაჯგუფებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ფეხბურთის სტადიონთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია 150.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ პოლიციის ქვეყდანაყოფი მოინახულა და ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა შესაძლო ზომის გამოყენების დავალება მისცა.

დღის ამბები