07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს

დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ზე გააკეთა. მედია ვარაუდობს, რომ ამ თანამდებობაზე ნავთობ კომპანია ექსონ მობაილის გენერალური დირექტორი რექს თილერ-სონი დასახელდება.

მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობა ჰიუვლეტ-პაკარდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, კარლი ფიორინას შესთავაზა.

სანამ კანდიდატები ოფიციალურად დასახელდება, შეერთებულ შტატებში ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატების არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გადაამოწმეს, რითიც დადასტურდა, რომ ორივე შტატი ნამდვილად დონალდ ტრამპმა მოიგო.

დღის ამბები