07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხში ძალიან დიდ წინსვლას მივაღწიეთ"-კლაუდი მორაეს

სტრასბურგში დღეს  ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი შეჩერების მექანიზმზე დებატები გაიმართება, ხვალ კი ამ საკითხს კენჭს უყრიან.

გუშინ კი ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დროებითი შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლის პარალელურად ამოქმედდება.

„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხში ძალიან დიდ წინსვლას მივაღწიეთ. ქართულმა მხარემ იცის, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მომხრეა. ყველაზე მთავარი კითხვაა, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციით სარგებლობას. ევროპარლამენტმა თავისი საქმე შეასრულა. ახლა უნდა დაველოდოთ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას. მინდა ავღნიშნო რომ მიზანი თითქმის მიღწეულია. ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენების განვითარება, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამდე მიგვიყვანს. ზუსტი თარიღები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ევროსაბჭო შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს,“-განაცხადა კლაუდი მორაესმა.

როდის შევა ძალაში დროებითი შეჩერების მექანიზმი ეს უცნობია. გადაწყვეტილება თარიღზე ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს.

 

დღის ამბები