07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ალეპოში საბრძოლო მოქმედებები დასრულებულია

სირიის ქალაქ ალეპოში საბრძოლო მოქმედებები დასრულებულია. გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის თქმით სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაამყარეს და ამბოხებულებთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე ტოვებს. სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაეროს სადამკვირვებლო მისიამ ალეპოში სამთავრობო ძალების მიერ 82 სამოქალაქო პირის მკვლელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.  

გაერო და შეერთებული შტატები მომხდარზე პასუხისმგებლობას სირიის მთავრობას, მის მოკავშირე რუსეთსა და ირანს აკისრებენ. 

დღის ამბები