07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
პუტინი ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ფორმირებას ელოდება

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ფორმირებას ელოდება. რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება იაპონელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პუტინი აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს არის მზად შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტთან შესახვედრად და მოთმინებით ელოდება როდის შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.

რუსეთის ლიდერის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა დეგრადირებულია და მისი დარეგულირება რთული ამოცანაა ის მიესალმება და მხარს უჭერს ტრამპის პოზიციას ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები