07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მანევრებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საჰაერო ავიაცია ნოვოფიოდოროვკაში ატარებს.

სწავლების ფარგლებში სამხედროებმა ახალი თაობის სუ 30 ეს ემ-ის ტიპის გამანადგურებელი გამოსცადეს. საუბარია საბრძოლო თვითმფრინავზე, რომელსაც 8 ტონა რაკეტების ტვირთით 17 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა შეუძლია.

შავი ზღვის ფლოტს შეიარაღებაში სამი ასეთი გამანადგურებელი გადაეცა. პილოტები საზღვაო ფლოტის საჰაერო მხარდაჭერისა და თავდაცვის უნარებში ვარჯიშობენ.

დღის ამბები