07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
მასობრივი დაკავებების მორიგი სერია თურქეთში

მასობრივი დაკავებების მორიგი სერია თურქეთში. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ ძალოვანებმა ქურთთა მუშათა პარტიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 570-მდე ადამიანი დააკავეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის 28 პროვინციაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკავებულებს შორის რამდენიმე ქურთების მომხრე სახალო დემოკრატიული პარტიის წევრები არიან.

უმსხვილეს ოპოზიციურ ძალას ერდოღანის ხელისუფლება ქურთი სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

მინისტრის განცხადებით, დაკავებების ოპერაცია ბეშიკტაშის სტადიონთან მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფაგრლებში კიდევ გაგრძელდება.

10 დეკემბერს მომხდარ აფეთქებებზე, რომელსაც 44 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა სწორედ ქურთების რადიკალურმა ფრთამ აიღო.

დღის ამბები