07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
"უნდა გრცხვენოდეთ,"-აშშ-ს ელჩი გაეროში ალეპოს საკითხზე რუსეთს მიმართავს

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ალეპოში მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რაიონზე სირიის არმიამ შეტევები განაახლა.

აქტივისტების განცხადებით იერიშების შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა. რუსული მხარე ზავის დარღვევაში ამბოხებულებს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მებრძოლებმა ცეცხლი ხალხის ევაკუაციისთვის მიყვანილ ავტობუსებს გაუხსნეს, შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ჩაიშალა.

„მომდევნო ორ-სამ დღეში აღმოსავლეთ ალეპოში სიტუაცია მოგვარდება. შეიქმნა ჰუმანიტარული დერეფნები და ათასობით ადამიანი ტოვებს ქალაქს. მათ გზაშივე უწევენ დახმარებას. დერეფნები არსებობს ამბოხებულებისთვისაც. მათ ევაკუაციის დროს უსაფრთხოების დაცვა გარანტირებული აქვთ,“ - აცხადებს სერგეი ლავროვმი.

გაეროში აშშ-ის ელჩმა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის პასუხიმგებლობა მოსკოვს დააკისრა და რუსეთის ქმედებების მკაცრად გააკრიტიკა.

„ეს თქვენი ხაფანგია, გაეროს სამი წევრი კი ხელს უწყობს ხალხის ხაფანგში მოქცევას, უნდა გრცხვენოდეთ, მაგრამ ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გამბედაობას გმატებთ. ახლა მეორე შეტევას გეგმავთ, ნუთუ მართლა არ გაქვთ სირცხვილის უნარი?!“ - განაცხადა სამანტა პაუერმა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები