07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ალეპოს სამი რაიონი დილიდან იბომბება

ალეპოს სამი რაიონი დილიდან იბომბება. სირიის სამთავრობო ძალები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლებების აღებას ცდილობენ.

მოსახელობა დახმარებას ითხოვს და საერთაშორისო გაერთიანებას სოციალური ქსელების საშუალებით მიმართავს. 

რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით დადებული ზავი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაბომბვის შემდეგ დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. საომარ ზონაში 100 ათასზე მეტი ადამიანი რჩება, რომლებსაც ქალაქში შესული ჰუმანიტარული დახმარება არ მიუღიათ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში რუსეთი ამბოხებულებს ადანაშაულებს. საერთაშორისო გაერთიანება კი ბრალს ასადის რეჟიმს დებს.

"იმედი გვქონდა, რომ აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ოპოზიციის ძალების ევაკუაცია მოხდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ რაკეტები გაისროლეს. მოვუწოდებ გაეროს, სად ხართ. დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას დერეფნები ხალხის გამოსაყვანად. ასადის მთავრობა სამხედრო დანაშაულს ჩადის და ეს ყველამ უნდა დაინახაოს, მათ შორის, მისმა მომხრეებმაც,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

უდანაშაულო ადგილობრივების სახლში ჩაცხრილვის ფაქტის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.   ზავის დარღვევისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთისა და ირანის ელჩები დაიბარეს.

სირიელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ფრანგებმა ეიფელის კოშკი ჩააბნელეს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები