07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
"საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით" - ევროპარლამენტის წევრი

დროებითი შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭი უნდა უყარონ.

დღის ბოლოს კი სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე ამ თემაზე დებატები შედგა, სადაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ევროპელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო წესები, როცა საქმე უვიზო მიმოსვლას და შეჩერების მექანიზმს ეხება.

ჯირი პოსპისილიმ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო რეჟიმი მიღებას  გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი უწოდა.

„მინდა მოგილოცოთ ამ სამუშაოს შესრულება. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო წესები, როცა საქმე უვიზო მიმოსვლას და შეჩერების მექანიზმს ეხება. საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გავუღოთ კარი ამ ხალხს რათა მათ მომავლის მკაფიო ხედვა გაუჩნდეთ. ისინი რუსეთის მხრიდან უამრავი ზეწოლის გამო რთულ სიტუაციაში არიან. ჩვენ გვჭირდება ეს კანონები,“-განაცხადა ჯირი პოსპისილიმ.

დღეს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა  ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება. ერთ-ერთ საკითხი კენჭისყრაზე სწორედ შეჩერების მექანიზმია.  ევროპარლამენტის წევრი ჟერარდ ბატენი  ამბობს, რომ შეჩერების მექანიზმი არის დაზღვევა და მან საქართველოსა და უკრაინის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ეჭვები უნდა გაუქროს წევრ ქვეყნებს.

„ეს კანონმდებლობა არის დაზღვევა იმისთვის რომ დავრწმუნდეთ უვიზო მიმოსვლა არასწორად არ იქნება გამოყენებული. მან საქართველოსა და უკრაინის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ეჭვები უნდა გაუქროს წევრ ქვეყნებს. ეს ეხებოდა მიგრანტების ახალი ტალღის უკონტროლო  თუ უვიზო მიმოსვლა მიღწეული იქნება, ასობით ათასი და მილიონობით ადამიანიც კი ჩამოვა ევროპაში და აღარ დატოვებენ მას. ეს ზომები ევროკავშირისთვის არის უვიზო მიმოსვლის პროცესის ბოლო ეტაპი,”-ჟერარდ ბატენი.

დღის ამბები