07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ალეპო კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება - ევაკუაცია ამ დრომდე არ დაწყებულა

მსოფლიოს ყურადღება კვლავ ალეპოსკენაა მიმართული, სადაც სარაკეტო იერიშები ქალაქის დასავლეთ ნაწილში ამ დრომდე არ წყდება. შეთანხმების მიუხედავად ევაკუაცია ჯერ არ დაწყებულა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფომაცაის, რომ ასადის არმია ჰუმანიტარულ კორიდორს დღეს გახსნის.

სისხლის ღვრის შეჩერების მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან, ასევე თურქეთისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას.

ალეპოში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც გაერომ უკვე უწოდა სამხედრო დანაშაული და მასობრვი ხოცვა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აპროტესტებენ. პარიზში სოლიდარობის ნიშნად ეიფელის კოშკი ჩააქრეს.

დღის ამბები