07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შესაძლოა რამდენიმე საათში დაიწყოს

ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას კვლავ გეგმავენ, რომელიც შესაძლოა რამდენიმე საათში დაიწყოს.

ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათ მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ხალხის გაყვანის გეგმა ისევ ძალაშია და მზად არიან პროცესი დილიდან დაიწყონ. მეამბოხე ძალების განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ არც ასადის ხელისუფლებაში და არც რუსეთში, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება ამ საკითხზე უკვე მიღწეულია.

გუშინდელი ზავის ჩაშლისა და სამხედრო მოქმედებების განახლების შემდეგ, კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან მოლაპარაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსოფლიო ლიდერები პასუხისმგებლობას რუსეთს, ასადის რეჟიმს და ირანს აკისრებენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ალეპოში ზავის ჩაშლის გამო მორიგი სხდომა გაიმართა გაეროს შტაბბინაში. გაერომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის ფაქტებს სამხედრო დანაშული უწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები