07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვში ტერაქტების სერია აღკვეთეს

რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვში ტერაქტების სერია აღკვეთეს. ძალოვანების ინფორმაციით, სპეცოპერაცია რამდენიმე მისამართზე ჩატარდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კი სამართალდამცველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს, რადგან ბინაში იარაღთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

ძალოვანების ცნობით, ხელნაკეთი ბომბი სპეციალისტებმა უკვე გააუვნებელყვეს. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, დაკავებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პიროვნება, მათ შორის ტაჯიკეთისა და მოლდოვის მოქალაქეები.

ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი თავდასხმებს რუსეთის დედაქალაქში ტაჯიკეთში ძებნილი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის დავალებით ამზადებდნენ, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება.

დღის ამბები