07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი 11 წლიანი პაუზის შემდეგ იაპონიაში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი 11 წლიანი პაუზის შემდეგ იაპონიაში ჩავიდა. რუსეთის ლიდერმა ვიზიტი ორ საათიანი დაგვიანებით დაიწყო. ის საკურორტო ქალაქ ნაგატოში ჩავიდა, სადაც იაპონიის პრემიერთან შეხვედრას მართავს. სინძო აბემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება მშვიდ გარემოში ჩაივლის და კონსტრუქციული იქნება.

იაპონიის და რუსეთის ლიდერების განხილვის მთავარი თემა კურილიის კუნძულები გახდება. მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე იმსჯელებენ და შეეცდებიან ტერიტორიული დავა მოაგვარონ, რომელიც ორ ქვეყანას შორის მეორე მსოფლიო ომიდან გრძელდება.

უთანხმოებების გამო ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იაპონიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ გადაიდო. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები დღევანდელ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

დღის ამბები