07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ნიუ-იორკმა სტინგის საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა

ნიუ-იორკმა სტინგის საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა. გალა კონცერტი მომღერალმა მეუღლესთან ერთად ტროპიკული ხეების გადარჩენის ფონდის მხარდასაჭერად გამართა. 1989 წლიდან წყვილი მსოფლიოს 23 ქვეყანასთან ერთად ტროპიკული გარემოსა და მკვიდრი მოსახლეობის დაცვაზე მუშაობს.

ფონდი 30 წლის წინ დაარსდა. ყოველ წელს სტინგი კოლეგებს იწვევს და კონცერტში მონაწილეობას სთავაზობს. გალა საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი კი ათასიდან 50 ათას დოლარამდე მერყეობს. წლევანდელ ღონისძიებაში სტინგთან ერთად მონაწილეობა კონცერტში ბრიუს სპრინგსტინმა, დარლენ ლავმა და ვიტორიო გრიგოლომ მიიღეს.

დღის ამბები