07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ფრანგი დიპლომატი "კურიერთან" სირიაში ვითარების მოგვარების გზებზე საუბრობს

ფრანგი დიპლომატი, ფლორენს მანგინი აღნიშნავს, რომ 2013 წელს საფრანგეთს სირიაში სამხედრო ჩარევა უნდა განეხორციელებინა, თუმცა ამ გეგმაზე ბარაქ ობამამ უარი განაცხადა. მანგინი მიიჩნევს, რომ მაშინდელ ინტერვენციას 2015 წლის პროცესების შეჩერება შეეძლო.

დიპლომატმა სირიაში განვითარებულ მოვლენებში და ასევე, ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის ოპერაციებში რუსეთის როლზე ისაუბრა. ფრანგმა დიპლომატმა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავი 2-ს მისცა. 

„რუსეთმა დაიწყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების დაბომბვა, თუმცა, ეს ხელს უწყობს სირიის რეჟიმს, რომ უფრო გაძლიერდეს და ძალაუფლება განიმტკიცოს. საფრანგეთი და საერთაშორისო საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს საკითხი დიალოგით უნდა გადაწყდეს. ვთვლით, რომ სამხედრო გზა ერთადერთი საშულება არ არის ამ ვითარების მოსაგვარებლად. უნდა გაიმართოს ჟენევის მოლაპარაკებები და შედგეს მეტი დიალოგი, რომ შეჩერდეს ის რაც ხდება, მათ შორის, ქვეყნის დანაწევრება,“ - განაცხადა ფლორენს მანგინმა.

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები