07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
სირიის ქალაქ ალეპოში მცხოვრები 50 ათასი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას საჭიროებს

სირიის ქალაქ ალეპოში ამ დრომდე ჩარჩენილია მშვიდობიანი მოსახლეობა. ისინი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას საჭიროებენ.

მათი რაოდენობა გაეროს მონაცემებით 50 ათასია. ქალაქიდან არ წყდება ავტობუსების კოლონა, რომელსაც ხალხი იდლიბის პროვინციაში გადაჰყავს. ამ საერთო სურათის ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ალეპოს აღებით სირია ახალ ისტორიას წერს.

ამის შესახებ ბაშარ ალ ასადმა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. რუსეთის თავდაცვა კი აცხადებს, რომ სირიის არმიის ოპერაცია ალეპოში დასასრულს უახლოვდება, რადგან ასადის არმია უკვე თითქმის მთელ ქალაქს აკონტროლებს.

პარალელურად, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის გამოიყენოს ზეწოლის ყველა მექანიზმი, ალეპოში სისხლისღვრის დასასრულებლად. საფრანგეთი კი გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებას და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ითხოვს.

მომხდარს, მასობრივი ხოცვა უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ასადთან ერთად რუსეთი და ირანი მომხდარში პირდაპირ დაადანაშაულა. ალეპოს ომის გასაპროტესტებლად აქციაზე გამოვიდნენ გაეროს რიგითი თანამშრომლები.

დღის ამბები