07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
"არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რაც ახლა ალეპოში ხდება,"-ჯონ კერი

"არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა რაც ახლა ალეპოში ხდება,"-ასე აფასებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

კერი მომხდარში ღიად ადანაშაულებს ასადის რეჟიმს, ირანსა და რუსეთს და დაუყოვნებლივი მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა რაც ახლა ალეპოში ხდება. ეს არის ასადის რეჟიმის, ირანისა და რუსეთის მხრიდან ჩადენილი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. პრეზიდენტი ასადი კი სირიაში მასობრივ ხოცვას ახორციელებს. ჩვენ ახლა გვჭირდება დაუყოვნებელი და მტკიცე გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა უსაფრთხოების დერეფანი გაიხსნას,"-განაცხადა ჯონ კერიმ.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი კი კრიზისის მოსაგვარებლად ყველა საჭირო დიპლომატიური გზის გამოყენებაზე ამახვილებს ყურადრებას. 

"ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას გლობალურ მოთამაშეებზე, რომლებიც სირიაში არაიან წარმოდგენილი. ამისთვის გამოვიყენებთ ყველანაირ დიპლომატიურ არხს. მიზანი ერთია - ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რათა დახმარება შევიდეს ალეპოში და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შესაძლებელი გახდეს,"-აცხადებს დონალდ ტუსკი.

დღის ამბები