07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ალეპოში კვლავ მძიმე ვითარებაა-ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციას ელოდება

ალეპოდან ევაკუირებულთა ნაწილი, რომელთა შორის არიან ბავშვები და დაჭრილი სირიელები ქალაქის ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში გადაიყვანეს. მეორე დღეა საომარი ზონიდან მოსახლეობასთან ერთად ოპოზიციის მებრძოლთა გაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ზავი ჯერჯერობით არ დარღვეულა. გასული 12:00 საათის განმავლობაში ნაომარი ქალაქი 4 ათსამდე ადამიანმა დატოვა, თუმცა 50 ათსამდე სირიელი ჯერ კიდევ ევაკუაციას ელოდება.

სირიის არმია ამ დროისთვის ალეპოს ყველა იმ რაიონს აკონტროლებს, რომელიც ამბოხებულებს ეკავათ. მსოფლიო ლიდერები ქალაქში შექმნილ ვითარებას სულის შემძვრელს უწოდებენ. საგანგებო ბრიფინგი გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში. ჯონ კერი მოსახლეობის სისხლისღვრაზე პასუხისმგბველობას სირიის ხელისუფლებასა და მის მოკავშირე რუსეთს აკისრებს.

ავტორი:თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები