07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
აშშ მის საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ ჩარევის გამო მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მისაღებად ემზადება

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში უკანონო ჩარევის გამო ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს - განცხადება ამის შესახებ ბარაკ ობამამ ეროვნული რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"ეჭვგარეშეა, რომ როდესაც უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს საარჩევნო სისტემაზე, უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ბატონმა პუტინმა იცის ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რადგანაც პირადად ვესაუბრე მას ამ თემაზე,"- განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტის განცხადებამდე, მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ჰაკერული თავდასხმების დროს რუსეთის სპეცსამსახურებს ვლადიმერ პუტინი პირადად მეთვალყურეობდა. ბრალდებას კრემლში აბსურდი უწოდეს.

დღის ამბები