07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა იაპონიაში კურილიის სადავო კუნძულებთან დაკავშირებით ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებაზე იმსჯელა

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გამართა მოლაპარაკება იაპონიის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა და სინძო აბემ კურილიის სადავო კუნძულებთან დაკავშირებით ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხი და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება განიხილეს. პარალელურად იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ გაავრცელა ცნობა. ვიზის აღების გამარტივებული პირობები იაპონიაში რუსეთის მოქალაქეების მოკლევადიან ვიზიტებს შეეხება.

დღის ამბები