07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ალეპო დახმარებას ითხოვს - 50 ათასი ადამიანი ქალაქიდან ევაკუაციის მოლოდინშია

ალეპო დახმარებას ითხოვს - 50 ათასი ადამიანი ქალაქიდან ევაკუაციის მოლოდინშია, თუმცა დღეს ასადის რეჟიმმა საომარი ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და მებრძოლების გაყვანის ოპერაცია შეაჩერა და ახალი ულტიმატუმი წამოაყენა. ევაკუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ამბოხებულები კიდევ ორ ქალაქს დათმობენ.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხალხის გაყვანა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან რუსი სამხედროების ბრძანებით შეაჩერეს. ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ. თუმცა, სირიის არმიამ ოპოზიციის მებრძოლები ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ხალხი ავტობუსებით უკან გააბრუნა.

ევაკუაციის შეჩერებამდე ქალაქიდან 9500 კაცი გაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები თურქეთის კლინიკებში გადაიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც.

დასავლეთი კი ალეპოში სისხლისღვრაზე მთელს პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმთან ერთად სწორედ რუსეთს აკისრებს.

თავად რუსეთის პრეზიდენტი კი ახალი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით გამოდის. მოსკოვი ანკარასთან ერთად სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას შეხვედრას ასტანაში სთავაზობს.

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები