07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
დამასკოში პოლიციის შენობასთან თავი 9 წლის გოგონამ აიფეთქა

ათასობით ადამიანი ალეპოდან ევაკუაციის განახლების მოლოდინშია. ხუთშაბათის შემდეგ ქალაქი 9 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 3 ათასამდე ბავშვმა, თუმცა გაეროს ცნობით, იქ ამ დრომდეა ჩარჩენილი ათასობით მშვიდობიანი მოსახლე.

ალეპოში არსებული ვითარება ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, ჯოჯოხეთს შეადარა და ევაკუაციის განახლება მოითხოვა. საფრანგეთი კი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, რომ ოპერაცია საერთაშორისო დამკვირვებლებთან კოორდინირებით უზრუნველყოს.

პარალელურად, თავდასხმა მოხდა დამასკოში პოლიციის განყოფილებასთან. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ადგილზე თავი 9 წლამდე ასაკის გოგონამ აიფეთქა. შედეგად 3 სამართალდამცველი დაშავდა.  

 

 

ფოტო არქივიდან

დღის ამბები