07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
პან გი მუნმა შესაძლოა, სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

გაეროს გენერალური მდივანმა შესაძლოა, სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

განცხადება პან გი მუნმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მცირეხნიანი დასვენების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და სამხრეთ კორეისთვის სასიკეთო საქმის გაკეთებას შეეცდება.

უფლებამოსილების ვადა პან გი მუნს დეკემბრის ბოლოს ეწურება.

სამხრეთ კორეაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, თუმცა მოქმედი ლიდერის იმპიჩმენტის გამო, ის შესაძლოა, მომდევნო 2 თვის განმავლობაშიც ჩატარდეს. 

დღის ამბები