07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია პოლონეთში - საკანონმდებლო ორგანო ბლოკირებულია

მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა პოლონეთში საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მოახდინეს.

დემონსტრანტები მთავრობის გეგმას აპროტესტებენ, რომელიც საპარლამენტო პროცედურებზე მედიის საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

გვიან ღამით მომიტინგეები სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სწორედ ამის გამო გაიყვანა პოლიციამ შენობიდან პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი. 

დღის ამბები