07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
თურქეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებში კი 55 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 6 დაჭრილის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

ძლიერი აფეთქება ქალაქ კაისერში დღეს დილით მოხდა.

გამოძიების ინფრომაციით, როდესაც სამხედროებით სავსე ავტობუსი უნივერსიტეტის კამპუსთან შუქნიშანზე გაჩერდა, მას დანაღმული ავტომობილი მიუახლოვდა და აფეთქდა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ვიცე-პრემიერმა ქურთი სეპარატისტების კვალზე მიანიშნა. მისი თქმით, დღევანდელი თავდასხმა ძალიან ჰგავს სტამბოლში, ბეშიქტაშის სტადიონთან მომხდარ ტერაქტს, რომელსაც 44 ადამიანი ესმხვერპლა.

დღის ამბები