07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში, ყანდაარის რეგიონში - დაღუპულია 6 ადამიანი

ავღანეთში, ყანდაარის რეგიონში თავდასხმა მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ცეცხლი გაუხსნა მიკროავტობუსს, რომელშიც ყანდაარის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

სროლის შედეგად აეროპორტის დაცვის 5 წევრი ქალი და მათი მძღოლი დაიღუპა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ქალები ავღანეთში ხშირად თალიბების სამიზნეს წარმოადგენენ. 

დღის ამბები