07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ალეპოს ევაკუაცია მხარეებს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე განახლდება

ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებიდან ევაკუაცია მხარეებს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე განახლდება.

სამთავრობო ძალების ცნობით, ხალხის გაყვანა ალყაში მოქცეული კიდევ 4 ქალაქის ევაკუაციის პარალელურად მოხდება. მათგან ორი ამბოხებულებს, ორი კი ასადის მხარდამჭერ ძალებს აქვთ ბლოკირებული.

ხუთშაბათის შემდეგ ალეპო 9 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, თუმცა, გაეროს ცნობით, იქ ამ დრომდეა ჩარჩენილი ათასობით მშვიდობიანი მოსახლე.

ალეპოში არსებული ვითარება გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, ჯოჯოხეთს შეადარა და ევაკუაციის განახლება მოითხოვა. უშიშროების საბჭო კენჭს უყრის საფრანგეთის ინიციატივასაც, რომ ოპერაცია საერთაშორისო დამკვირვებლებთან კოორდინაციით მოხდეს.

დღის ამბები