07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
თურქმა ძალოვანებმა მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 7 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქმა ძალოვანებმა ქალაქ კაისერიში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 7 ეჭვმიტანილი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული, 55 დაშავებული კი საავადმყოფოებში იმყოფება.

ძლიერი აფეთქება კაისერის უნივერსიტეტის მახლობლად, გაჩერებასთან დღეს დილით მოხდა. გამოძიების ცნობით, როდესაც სამხედროებით სავსე ავტობუსი შუქნიშანზე გაჩერდა, მას ავტომობილი მიუახლოვდა და აფეთქდა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომხდარში ქურთთა მუშათა პარტია  დადანაშაულა. 

დღის ამბები