07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
"შეწყვიტეთ სისხლისღვრა"- მსოფლიო სირიელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

მსოფლიო სირიელი ხალხის სოლიდარობის აქციებმა მოიცვა. სამოქალაქო ომის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. ასობით ადამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში.

"გადაარჩინეთ სირია", "შეწყვიტეთ სისხლისღვრა"- ამ შეძახილებით მომიტინგეებმა ტრაფალგარის მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს. კონფლიქტის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან უფრო აქტიურ ქმედებებს მოითხოვდნენ გერმანიის დედაქალაქშიც.

საპროტესტო აქცია, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა, ბერლინში პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

დღის ამბები