07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
პოლონეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

პოლონეთის მოქალაქეები ანტისამთავრობო აქციებს განაგრძობენ. პარლამენტის ბლოკადის შემდეგ ათასობით ადამიანი პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბა და სეიმის შენობის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო.

დემონსტრანტები ხელისუფლების არადემოკრატიულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ, კერძოდ კი საკანონმდებლო ორგანოში მედიის საქმიანობის შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიან. ამის გამო გუშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და რამდენიმე საათით ტრიბუნის ბლოკირებაც მოახდინეს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

აქციებს გამოეხმაურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც. მან პოლონეთის ხელისუფლებას კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდა.

დღის ამბები