07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
იემენში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა

40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას იემენის საპორტო ქალაქ ადენში. სამხედრო ფორმაში გადაცმულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმ დროს აიფეთქა, როდესაც ჯარისკაცები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ. დაშავებულები ქალაქის ოთხ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც-ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ანალოგიური თავდასხმა ამავე ბაზაზე კვირის დასაწყისში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მოაწყო. მაშინ აფეთქებას 48 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

დღის ამბები