07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ინდონეზიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ქვეყნის საჰაერო ძალების თვითმფრინავი აღმოსავლეთით, პაპუას რეგიონში ჩამოვარდა. ბორტზე სამი პილოტი და 10 სამხედრო იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. თვითმფრინავს ქალაქ ტიმიკადან ვამენაში საკვების მარაგი გადაჰქონდა, თუმცა დანიშნულების ადგილის მახლობლად, მთიან ზონაში ჩავარდა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა უამინდობა გამხდარიყო.

დღის ამბები