07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
დონალდ ტუსკი პოლონეთში დემოკრატიის დიქტატურად ქცევის საშიშროებაზე საუბრობს

ვარშავაში ასობით დემონსტრანტი საკონსტიტუციო სასამართლოს წინ შეიკრიბა. ისინი მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოსთან დაბანაკებულ მომიტინგეებს შეუერთდებიან, რომლებიც ადგილზე საპროტესტო აქციებს უკვე მესამე დღეა მართავენ.

პოლონელი დემონსტრანტები ხელისუფლებისგან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ითხოვენ. მოსახლეობის ნაწილი პოლონეთის მთავრობის გეგმას აკრიტიკებს, რომელიც სეიმში მედიის საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, მომავალი წლიდან სესიების გაშუქების უფლებას მხოლოდ 5 ტელევიზიას მისცემენ.

ამ საკითხზე კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა,  დონალდ ტუსკმა გააკეთა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დიქტატურად ქცევის საფრთხე არსებობს.

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო კრიზისი პოლონეთში ორი დღის წინ დაიწყო, როდესაც მთავრობის გეგმის გასაპროტესტებლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო ტრიბუნა დაიკავეს და 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა ჩაშალეს.

 

დღეს პოლონეთის დედაქალაქში აქციის გამართავს ხელისუფლების მხარდამჭერებიც გეგმავენ. ვარშავაში მთელი ქვეყნიდან დამატებით 500 პოლიციელი ჩაიყვანეს.

ავტორი: ნინო დვალიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები