07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა დახმარებას კვლავ ელოდება

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა.

მშვიდობიანი მოსახლეობა ალეპოდან გასვლას ამ დრომდე ცდილობს. ევაკუაციის დასაწყებად დღეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილთან კიდევ ერთხელ მივიდა რამდენიმე ათეული ავტობუსი.

ქვეყანაში 13 მილიონ 500 ათას ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. მათ შორის სირიელი ბავშვებიც არიან, რომლების ბედმაც მთელი მსოფლიო შეძრა და რომლების უბედურებაც საეჭვო აღმოჩნდა მხოლოდ გაეროში რუსეთის ელჩისთვის.

ვიტალი ჩურკინმა მართლაც თქვა, რომ სირიელ ბავშვებს მტვერს აყრიან, იმისთვის, რომ ძალადობის და დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ და ყალბი ახალი ამბები გაავრცელონ.

ლტოლვილთა ძირითადი ნაკადი ევროპისკენ მიდის, თუმცა დღეს საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 100-მა სირიელმა მიმართა.

გაეროს უშიშროების საბჭოში კოალიციის ქვეყნები ცდილობენ კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებას. ამ შეთანხმებით მშვიდობიან მოქალაქეებს ალეპოდან გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ. მაგრამ რუსეთმა შესაძლოა მორიგი ვეტო გამოიყენოს. ასობით ადამიანი და 50-მდე ავტობუსი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ევაკუაციის დასაწყებად სწორედ გაეროს გადაწყვეტილებას ელოდება.

ავტორი: პაატა იაკობაშვილი.

დღის ამბები