07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
გაერო ალეპოდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში მონიტორინგის მისიის ჩართვის შესახებ რეზოლუციას მიიღებს

გაერო დღეს  ოფიციალურად მიიღებს რეზოლუციას, რომელიც მონიტორინგის მისიას სირიის ქალაქ ალეპოში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში ჩართავს.

რეზოლუციის ე.წ. კომპრომისული პროექტი დახურულ შეხვედრაზე უშიშროების საბჭომ კვირას განიხილა.

საფრანგეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს უნდა მიეღოთ, თუმცა რუსეთმა დამკვირვებლების სპეციალური მომზადება მოითხოვა, რაც საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.  

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის, განცხადებით, საფრანგეთის რეზოლუციას ვეტოს დაადებს, თუ მასში მოსკოვის შენიშვნებს არ დაამატებენ.

დღის ამბები