07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ალეპოს ​მოსახლეობას ევაკუაციის პროცესში ცეცხლი გაუხსნეს

რამდენიმესაათიანი შეყოვნების შემდეგ სირიის ქალაქ ალეპოდან ​ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი განახლდა. თუმცა, გუშინ იდლიბის პროვინციაში მისულ 6 ავტობუსს, სადაც დაჭრილები და დაშავებულები იმყოფებოდნენ,  მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ისინი უკან გამბრუნდნენ.

ამ დრომდე ასადის ოპოზიცია უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ რომ სამთავრობო ჯგუფები ისროდნენ. ამჟამად ასადის არმია ქალაქ ალეპოს ძირითად ნაწილს აკონტროლებს.

იუნისეფის ინფორმაციით, ქალაქში დაჭრილი ბავშვები კვლავ რჩებიან, რომლებიც შველას საჭიროებენ.

დღის ამბები