07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
პოლონეთის პარლამენტში დღეს კრიზისიდან გამოსვლის გზებზე უნდა იმსჯელონ

სამდღიანი პროტესტების ფონზე პოლონეთის პარლამენტში დღეს კრიზისიდან გამოსვლის გზებზე უნდა იმსჯელონ.

პოლონეთში ათასობით ადამიანი მმართველი პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო  აქციებს განაგრძობს. ისინი პარლამენტში მედიის მუშაობაზე ახალი რეგულაციების დაწესებას აპროტესტებენ.

კვირას აქციის ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთანაც გადაინაცვლა მისი უკვე ყოფილი თავმჯდომარის მხარდასაჭერად, რომელსაც უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა. ის მმართველი გუნდის ერთ-ერთ აქტიურ ოპონენტად მიიჩნევა.

დღის ამბები