07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
იორდანიაში სპეცოპერაციას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა იორდანიის ქალაქ კარაკში სპეცოპერაციის შედეგად, სადაც შეიარაღებულმა პირებმა შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში ტურისტები აიყვანეს მძევლად. გარდაცვლილთა შორის ერთი კანადელი ქალია.

სპეცოპერაცია ამ დროისთვის დასრულებულია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია მოახდინეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები