07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
7 გარდაცვლილი და 4 დაკავებული - ჩეჩნეთის ლიდერმა გროზნოში სპეცოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა

ჩეჩნეთის ლიდერმა გროზნოში სპეცოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა. სამართალდამცველებმა 7 მებრძოლი მოკლეს და 4 დააკავეს,  რომელთაგან სამი დაჭრილია.

სპეცოპერაციას წინ უძღოდა პოლიციელებზე თავდასხმა.

რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცველებსა და მებრძოლებს შორის შეტაკებას 4 პოლიციელი ემსხვერპლა, ბრძოლები კი გროზნოს ცენტრში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა.

რამზან კადიროვმა ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის მედია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სპეცოპერაცია დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ტყის მასივში ჩატარდა.

დღის ამბები