07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
მის მსოფლიოს ტიტული პუერტორიკოელმა ლამაზმანმა მოიპოვა

მის მსოფლიოს ტიტული პუერტორიკოელმა ლამაზმანმა მოიპოვა. 19 წლის სტეფანი დელ ვალემ ყველა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელი დაამარცხა.

სილამაზის კონკურსი მერილენდის შტატში ჩატარდა. დედოფლის გვირგვინი დელ ვალეს წინა წლის გამარჯვებულმა, ესპანელმა მოდელმა, გადასცა.

მეორე ადგილზე დომინიკელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი გავიდა. მესამე ადგილი კი ჟიურიმ ინდონეზიელ გოგონას მიაკუთვნა.

სილამაზის კონკურსში წელს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დღის ამბები