07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ჩვენ შეერთებული ვართ ყველა რეზოლუციას, რაც სირიასთან მიმართებაში არის გაეროს ფარგლებში - დავით ზალკალიანი

რა ფორმით იღებს საქართველო მონაწილეობას სირიაში განვითარებულ პროცესებში, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

"მიმდინარე პრობლემატიკასთან დაკავშირებით, საქართველო ჩართული იყო ყველა დისკუსიაში. ეს დისკუსიები მიმდინარეობდა ორ ფორმატში, გაეროს ჩარჩოებში. კერძოდ, ადამიანის უფლებების კომისიაში და გენერალური ანამბლეას ფორმატში. გამომდინარე იქიდან, რომ უშიშროების საბჭოს წევრი არ ვართ, ბუნებრივია, უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიგიღია. მაგრამ ყველა ინიციატივები და რეზოლუციები ჩვენ მიერ იყო დასპონსორებული და ჩვენ შეერთებული ვართ ყველა რეზოლუციას, რაც სირიასთან მიმართებაში არის გაეროს ფარგლებში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

 

დღის ამბები