07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
რუსეთის ელჩს თურქეთში ესროლეს - გავრცელებული ინფორმაციით ანდრეი კარლოვი კრიტიკულ მდგომარეობაშია

რუსეთის ელჩს თურქეთში, ანდრეი კარლოვს ესროლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ანკარაში, ერთ-ერთ გამოფენაზე მოხდა, სადაც კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. ინფორმაციას  ამის შესახებ hurriyetdailynews-ი ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია რუსეთის საელჩოში დაადასტურეს.

თავდასხმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა, სადაც რუსულ და ირანულ მხარესთან სირიის საკითხი უნდა განხილულიყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარლოვი კრიტიკულ მდგომარეობაშია. როვორც CNN იტყობინება, თავდამსხმელი შესაძლოა ამ დრომდე შენობაში რჩება. კარლოვი კი ჯერჯერობით ჰოსპიტალიზირებული არ არის. 

ერთ-ერთი მედიასაშუალების ცნობით კი თავდასხმის შედეგად კიდევ 3 ადამიანია დაჭრილი.

დღის ამბები