07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს - კარლოვს ალაჰის სადიდებელი შეძახილის ფონზე ესროლეს VIDEO

თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს. თავდასხმა ანკარაში, მაშინ მოხდა როდესაც რუსი დიპლომატი თანამედროვე ხელოვნების გალერეაში სიტყვით გამოდიოდა, თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა ტვიტერზე გავრცელდა.

~

 ევგენი კარლოვს თავდამსხმელმა ალაჰის სადიდებელი შეძახილის ფონზე ზურგში ესროლა.

დიპლომატი კარლოვი მძიმედ დაიჭრა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოკლულია თავდამხმელიც. მას თურქეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ესროლეს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის დროს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში 3 ადამიანი დაიჭრა. რუსული მედიის ცნობით მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ვლადიმერ პუტინი, რომელიც უახლოეს საათებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების ანგარიშს მოისმენს.

დღის ამბები