07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ტერაქტი ბერლინის ცენტრში - დაღუპულია 12 ადამიანი

ორი ტერაქტი რამდენიმე საათიანი ინტერვალით - ანკარაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული აქტი ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საქმე ტერორისტული აქტის მიმართულებით აღიძრა. მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამის დააკავა. გარდაცვლილი იპოვეს სატვირთოში მჯდომი კიდევ ერთი მამაკაცი. ვრცელდება იფნრმაცია, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა, პოლონურ კომპანიას ეკუთვნოდა.

კომპანია კი აცხადებს, რომ მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს. ამჟამად პოლიცია დაკავებულის შესახებ არ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა, ცნობილია, რომ მას კითხავენ. მთელი ღამის განმავლობაში საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას გადაკეტილი ქონდა.

დღის ამბები